ჯანდაცვის სამინისტროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლებაზე იმსჯელეს.

„2018 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს წევრებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტების პარტნიორობით, მუშაობა დაიწყო შემდეგი გაიდლაინის და პროტოკოლების განახლებაზე: ფიზიოლოგიური მშობიარობა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით); ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობა; მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა; თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში; მშობიარობის შემდგომი სისხლდენა საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰიპო-ატონური სისხლდენის მართვა.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა