აბაშაში სასწრაფო დახმარების ცენტრის ოფისი შენდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" თანამედროვე ტიპის ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

“აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, ამჟამად აღნიშნული ცენტრი განთავსებულია კორპორაცია „ევექსის“ აბაშის ჰოსპიტალის შენობაში. ახალი პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება”, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 234 189 ლარია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისის მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს ასრულებს შპს. „თ.ბ-კაპიტალი“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა