8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის, მაია გრიგოლაშვილის განცხადებით, იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა Ambebi.ge-ს განუცხადა, მან ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. მისივე თქმით, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

ადვოკატის განცხადებით, ნებიერიძეს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ესაუბრა, რაზეც ის წლების წინ იყო გასამართლებული. "მითხრა, ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება რვა წლის გოგონას საქმეს, ამასთან დაკავშირებით ის საერთოდ არ საუბრობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხდა მაია გრიგოლაშვილმა.

იაგო ნებიერიძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათში წარედგინება. როგორც ცნობილია, ნებიერიძე წლების წინ სახალხო დამცველის ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. კერძოდ, მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით, 2004 წელს ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.

შუადღისას გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გორში, ცხელ კვალზე დააკავა. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა. 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, წარსულში ნასამართლევია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის