გიორგი გახარია  8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე - გამოძიება გაგრძელდება და შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 8 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა.

„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადო. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გორში 8 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 33 წლის წარსულში ნასამართლევი პირია დაკავებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება