გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფზე“ - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავისი ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე

არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თვითონ ბიზნესიც არ არის დაინტერესებული წარმოების გაჩერებაში და თუ გადახდა დაიწყო, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.

„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ომეგას“ წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და „ამით სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ“.

„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა „ომეგა ჯგუფის“ ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო