პატრიარქი  გორში მოკლული 8 წლის ბავშვის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გორში მოკლული მცირეწლოვანი ნანა ბერიაშვილის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონ ხვიჩა და ქალბატონ გვანცა ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდია თქვენი მწუხარება და განსაცდელი მომხდარის გამო.

ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.

მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ნანას უკვდავი სული“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება