დავით სერგეენკო - ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას

ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ.

„დღეს ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას. ხმა მივეცი იმას, რომ სიძულვილის ენა შეიცვალოს კონსტრუქციული ენით და ყველას ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის გაძლიერებისკენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელმაც თავისი არჩევანი საბურთალოს რაიონის N79 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო: "ხმა მივეცი საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში" - დავით სერგეენკო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა