საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახლეობა აქტიურად გადმოდის

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახლეობა აქტიურად გადმოდის.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათი ინფორმაციით, ე.წ საგუშაგოებზე გადმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა გამშვები პუნქტიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ფეხით უწევთ.

მურთაზ გადელიას თქმით, კერძო მიკროავტობუსები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჩვეულებრივად მუშაობდნენ, ხიდზე გადმოსვლის დროს არ დახვედრიათ.

„დილით გადმოვედი ფეხით, იქითაც ასე მივდივარ. არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. იქიდან არანაირი შეზღუდვა არ არის, თუმცა აქ მხოლოდ ერთი „მარშუტკა“ მოძრაობს, რომელიც უფასოა“,- თქვა გადელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე