ირაკლი კობახიძე - გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური

1000 უბნის მონაცემის მიხედვით, გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

„ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები ჩვენი წარმომადგენლებისგან. დათვლილია ამ ეტაპზე 1000-მდე უბნის მონაცემები. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზე. ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძის ბრიფინგი - 1000 უბნის მონაცემის მიხედვით გამოიკვეთა და ცხადია, რომ შედგება მეორე ტური

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!