“სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, გრიგოლ ვაშაძემ - 38.5%; სალომე ზურაბიშვილმა - 37.6% მიიღო

“სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების საფუძველზე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 50%+1 ბარიერი არც ერთ კანდიდატს გადაულახავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება.

“სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის ასეთ შედეგებს აქვეყნებს: გრიგოლ ვაშაძე - 38.5%; სალომე ზურაბიშვილი - 37.6%; დავით ბაქრაძე - 11.0%; შალვა ნათელაშვილი - 3.8%; დავით უსუფაშვილი - 2.3%; ზურაბ ჯაფარიძე - 2.2%; კახა კუკავა - 1.3%. ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია.

„გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია. სტატისტიკურად, თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, “სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატი არის პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენთა პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 3.2% (+/- 0.2%-ანი სანდოობის ინტერვალით). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 2013 წლის საპრეზიდენტო მონაცემთან შედარებით (1.8%).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს