გედევან ფოფხაძე - თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით

თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა აძლევს, რომელიც ფოფხაძის თქმით, მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას აპირებს სააკაშვილი და მისი გუნდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენას და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით - გედევან ფოფხაძე

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს