ირაკლი სესიაშვილი - კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა" პარალელს გაავლებს მაშინდელ და ახლანდელ საარჩევნო პროცესებს შორის

მიკვირს ჩემი ოპონენტების განცხადებები. საერთოდ არ გახსენებიათ როგორ იმართებოდა მათი საარჩევნო პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განაცხადა. სესიაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა" პარალელს გაავლებს მაშინდელ და ახლანდელ საარჩევნო პროცესებს შორის. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოხდება.

„ყველამ იცით, რომ ყველა არჩევნებზე თუკი რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, პოლიცია ახდენდა ადეკვატურ რეაგირებას. მე მიკვირს ჩემი ოპონენტების განცხადებები. საერთოდ არ გახსენებიათ როგორ იმართებოდა მათი საარჩევნო პროცესები. მე პირადად 2012 წლის პირველი ოქტომბერი გავატარე ხაშურის საარჩევნო უბნებზე, სადაც შიგნით სპეცრაზმი იყო ნიღბებით და „დრაბავიკებით“ და კომისიის წევრები მოჰყავდათ, რომ ხელი მოეწერებინათ. მე მგონი, ხანდახან რომ გაიხსენონ და პარალელი გაავლონ, ცუდი არ იქნება.

აბსოლუტურად ყოველთვის ხდებოდა ძალადობის ფაქტებზე რეაგირება და ახლაც მოხდება. ეს არის ის რეჟიმი, სადაც სამართალდამცავები ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებენ,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს