„ბიბლუსი გალერეაში”  ბასტი-ბუბუს თოჯინების პრეზენტაცია გაიმართება

„ბიბლუსი გალერეაში“, გამომცემლობა „პალიტრა L“-სა და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი პროექტის, ბასტი-ბუბუს თოჯინების წარდგენა გაიმართება.

„ბიბლუსის“ ინფორმაციით, პროექტის მხიარულ პრეზენტაციას წაიყვანენ: ბაბილინა, ბასტი, ბუბუ და ბავშვები. ამასთან, პატარებს საინტერესო სიურპრიზები ელით: სახალისო გათამაშება, სახის მოხატვა და მუსიკალური შოუ.

„ბასტი და ბუბუ 25 წელზე ყველა თაობის ერთ-ერთ საყვარელ პერსონაჟებად მოიაზრებიან. პროექტი მათ კიდევ უფრო დააახლოვებს ახალ თაობასთან, მშობლებს კი ბავშვობას გაახსენებს. პროექტის ფარგლებში 4 სახის თოჯინა იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ორიგინალური ილუსტრაციების მიხედვით შეიქმნა“, - ნათქვამია „ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზენტაცია, დღეს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის #7-ში, „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1926725564083376/

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ