ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 25-ვე ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ჩამოვარდნილი სამხედრო ვერტმფრენის ბორტზე სულ მცირე 25 ადამიანი იმყოფებოდა.

ამის შესახებ Tolo News-ს ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ნაჯიბულა ნაჯიბიმ განუცხადა.

მისი განცხადებით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულებს შორის არიან სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნებიც.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობი რჩება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს