სოფო კილაძე - შედეგმა, რომელიც არჩევნებზე დაიდო, მთელი სიმწვავით დაგვანახა, რომ გარკვეული საკითხები რადიკალურად უნდა შევცვალოთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწორი პოლიტიკა ვაწარმოოთ, პირველ რიგში გადავდგათ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენგან ელოდება საზოგადოება და ამით დავანახოთ ამ ერთი თვის განმავლობაში, რომ ჩვენ მივხვდით იმ არასწორ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით და ახლა უნდა გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუჯერებს თუ არა საზოგადოება მათ, რომ შეცდომებს ერთ დღეში მიხვდნენ, პასუხობს, რომ ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.

„ეს არის ბუნებრივია საზოგადოების გადასაწყვეტი და ის დამაჯერებლობა, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში, არ გამქრალა. უბრალოდ, ამ შედეგმა, რომელიც დაიდო, დაგვანახა, რომ, ის ნაბიჯები რასაც ვდგამდით, გარკვეულწილად იყო არასწორი და ამის გამოსწორების დრო არის. გუნდში იყო გარკვეულ საკითხებთან მსჯელობა, მაგრამ ამ შედეგმა, რომელიც დაიდო მთელი სიმწვავით დაგვანახა, რომ უნდა შევცალოთ რადიკალურად გარკვეული საკითხები. ეს იქნება გარანტი იმის, რომ საზოგადოება დაიჯერებს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ. მისი თქმით, გუნდში ცვლილებასა და გადახალისებაზე საუბარი ნამდვილად მიდის.

მან ასევე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით.

„სამოქალაქო ომის შესახებ განცხადება რამდენადაც ვიცი, ერთმა დეპუტატმა გააკეთა და ეს არის მისი პირადი აზრი. გუნდის აზრი არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ბუნებრივია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას არანაირად არ დავუშვებთ. ქართულ საზოგადოებას არ ეკადრება სამოქალაქო ომი. ჩვენ ვართ დემოკრატიის ისეთ დონეზე, სადაც ყველაფერი უნდა მოხდეს არჩევნების გზით“, - განაცხადა კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა