არჩილ თალაკვაძე - ახალქალაქში ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალქალაქში ძალადობის ესკალაცია გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც საარჩევნო პლაკატები დემონსტრაციულად ჩამოხიეს და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მომხდარ ძალადობას ემიჯნებიან და ძალადობა ის ტექნოლოგია არ არის, რომლითაც არჩევნებში რაიმე შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

“მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დამაჯერებლად გამოიძიონ ეს ფაქტი და ადეკვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათგან სამს მკურნალობა თავდაპირველად ადგილზე უტარდებოდა, ხოლო ერთი მალევე თბილისში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის თბილისის ტრამვატოლოგიურ კლინიკაში სამი დაშავებული მკურნალობს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება