„სოკარ ჯორჯია გაზი“ - დევნილი აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტა არ იგეგმებოდა და არც განხორციელებულა

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, დევნილთა ოჯახების დავანლიანების რესტრუქტურიზაცია განხორციელდა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა არ მომხდარიყო.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ცხოვრობს 200-მდე დევნილთა ოჯახი, მათ დიდ ნაწილს გააჩნია მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება. ბოლო კომუნიკაცია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებსა და აბონენტებს შორის შედგა 2018 წლის 31 ოქტომბრის დილას, სადაც განმარტებულ იქნა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების პირობები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტა არ იგეგმებოდა და არც განხორციელებულა.

სრულად საქართველოში 4100 დევნილთა ოჯახს გააჩნია მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება. ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით, 2018 წლის აგვისტოში სიტუაციის დარეგულირების მიზნით არაერთი შეხვედრა გაიმართა. შედეგად, „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან შეთავაზებულ იქნა დავალიანების რესტრუქტურიზაციის სპეციალური პროგრამა, რათა არ მომხდარიყო დევნილთა ოჯახებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქვთ მუდმივი კომუნიკაცია დევნილთა ოჯახებთან დავალიანების რესტრუქტურიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ