Colliers International Georgia-მ ერთ წელში King David-ის დატვირთულობის 75%-იან მაჩვენებელს მიაღწია

პირველი A კლასის ბიზნეს ცენტრი - King David, ბაზარზე 2014 წლის ივლისში გამოჩნდა. მისმა მენეჯმენტმა ბიზნეს ცენტრის გახსნამდე 6 თვით ადრე, ექსკლუზიური ხელშეკრულების პირობებში Colliers-თან დაიწყო თანამშრომლობა. პროექტის დეტალური შესწავლის შემდეგ შეიქმნა ბაზარზე გასატანი პროდუქტის საბოლოო სახე.

კოლიერსის საწყისი მიზანი ქინგ დევიდის სეგმენტის განსაზღვრა იყო. ბაზარზე არსებული სიტუაციის სიღრმისეულმა ცოდნამ და მიმდინარე საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ დეტალურმა ინფორმაციამ ძიების პროცესი საგრძნობლად გაამარტივა. ანალიზის შედეგად შეირჩა 90 კომპანია, რომლებსაც ბიზნეს ცენტრებში 35,000კვ.მ. ფართობი ეკავათ.

შემდეგი ეტაპი შერჩეულ კომპანიებთან პროაქტიურ მოლაპარაკებებს დაეთმო, რის შედეგადაც კოლიერსმა ბიზნეს-ცენტრის გახსნამდე 4 თვით ადრე 2 საერთაშორისო კონტრაქტი მოიპოვა (PwC, Samsung) და თავად გახდა ბიზნეს-ცენტრის მესამე ტენანტი.

გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში ბიზნეს-ცენტრის დატვირთულობამ 75%-იან მაჩვენებელს მიაღწია. ჯამურმა გაქირავებულმა ფართობმა 7,586 კვ.მ შეადგინა, რამაც ქინგ დევიდი 15 კომპანიის 900-მდე ადამიანის სამუშაო ადგილად აქცია.

იქიდან გამომდინარე, რომ King David პირველი A კლასის ბიზნეს ცენტრი იყო, მისი ბაზარზე დამკვიდრების პროცესში მონაწილე ორივე კომპანიამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მიიღო და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ პროცესს საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი.

Colliers International Georgia

12 მ.ალექსიძის ქუჩა

King David Business Center (მე-11სართული),

თბილისი 0193, საქართველო

ტელ: +995 32 222 4477

georgia@colliers.ge

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია