ელიზაბედ რუდი - ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით ინფორმაცია რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე

ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. მისი განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლობა აქვს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება და კონტროლი-გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე",- აცხადებს ელიზაბედ რუდი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია