პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. ეჭვმიტანილის დაკავება დღეს მოხდა.

„დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამეკავშირეო ოფიცერის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათაო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით“, - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

„ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია“, - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!