არსებული ინფორმაციით, გორში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა დაჭრა, ოჯახის სხვა წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

შსს-ს თანამშრომლებმა გორში მცხოვრები 28 წლის მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცავებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დიმიტრი ზეინკლიშვილი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, დედას კი ბასრი საგნით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ასევე, გორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზეინკლიშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებას მცირეწლოვან შვილსაც აიძულებდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მოგვიანებით, ზეინკლიშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა: კერძოდ, კბილებით ხელის თითების ზედა ნაწილი დაიზიანა, რის გამოც, დაკავებული სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

"პოლიციის მიერ მოყვანილი იყო კლინიკაში პაციენტი. გამოხატული იყო მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი, ძალიან მძიმე ნევროლოგიური აშლილობებით, კომამდე. მოგვიწია პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დეტოქსიკაციის და ყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, მისი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, რის შემდეგაც, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან და დღეს, სამართალდამცავების მიერ გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში. ჩვენთან ამ პაციენტის სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, სასიცოცხლო ფუნქციები დარეგულირდა და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა. გეტყვით იმასაც, რომ ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, მოგეხსენებათ, მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში და სამი ბადრაგი ადგა თავზე. გარდა ინტოქსიკაციისა, აღენიშნებოდა ექსკორაციები სახეზე და მარჯვენა ხელის მტევანზე თითები ჰქონდა დაზიანებული. ბუნებრივია, ეს დაზიანებები ექსპერტიზის შედეგად დადგინდება“, - აცხადებს სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ყაზაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ამავე კლინიკაში მოათავსეს ბრალდებულის დედაც.

„ჩვენივე კლინიკაში შემოყვანილი იყო სხვა პაციენტიც, ქალი, რომელსაც ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა ყელისა და მხრის არეში, თუმცა, ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ქირურგიული დამუშავების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე და უტარდება ამბულატორიული მკურნალობა“, - აღნიშნა ყაზაიშვილმა.

შსს-მ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 260-ე მუხლებით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს ექიმი მამაკაცზე, რომელმაც დედა დაჭრა, ოჯახის სხვა წევრები სცემა, დაკავების შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია