„ბიბლუსი გალერეაში“ „ბასტი-ბუბუს“ თოჯინების პრეზენტაცია გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში“, გამომცემლობა „პალიტრა L "- ისა და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი ნამუშევრის, „ბასტი-ბუბუს“ თოჯინების წარდგენა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას უძღვებოდნენ „ბაბილინა“, „ბასტი“, „ბუბუ“ და ბავშვები. გაიმართა მუსიკალური შოუ გათამაშებები, სახის მოხატვა და სხვა აქტივობები. ყველა თაობის საყვარელი პერსონაჟები, „ბასტი და ბუბუ“ წიგნის პერსონაჟებად და თოჯინებად იქცნენ.

„ბასტი და ბუბუ“ 25 წელზე ყველა თაობის საყვარელ პერსონაჟებად მოიაზრებიან. პროექტის მიზანი ქართული პროდუქტის განვითარებასთან ერთად მშობლების საყვარელი პერსონაჟების კიდევ უფრო დაახლოებაა ახალ თაობასთან. პროექტის ფარგლებში 4 სახის დიზაინის თოჯინა გამოვიდა, რომელიც ორიგინალური ილუსტრაციების მიხედვით შეიქმნა.

ღონისძიების ბმულია: https://www.facebook.com/events/1926725564083376/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა