მთავარმა პროკურორმა გორში არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გორში, 2018 წლის 25 ოქტომბერს მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის ზედამხედველ პროკურორს ზაზა მეტონიძეს შეხვდა.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და შიდა ქართლის პროკურორთან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრა.

უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ მთავარმა პროკურორმა ზაზა მეტონიძეს მკვლელობის საქმის გახსნის პროცესში განხორციელებული ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულებს და საზოგადოებას სამართლიანობის განცდა ჰქონდეთ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურა ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს.

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ი.ნ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 3-ე ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება