ვანო მერაბიშვილი - მე შეწყალება არ მჭირდება

მე შეწყალება არ მჭირდება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო და ამომრჩევლებს აშინებენ, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს.

„არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო, რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც "ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს", - წერს ვანო მერაბიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია