გიორგი ქობულიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებისგან დიდი უკმაყოფილება იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებისგან დიდი უკმაყოფილება იყო.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს უკმაყოფილებები მოისმინა და გაითვალისწინა.

„ასეთი სახის საკითხები აუცილებლად გადაწყდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მივიღებთ საზოგადოებისგან ამის გაკეთების ნებართვას. ამ შემთხვევში დავინახეთ, რომ საზოგადოება არ იყო კმაყოფილი და მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა“, - განაცხადა ქობულიამ.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა კონსულტაციების გამართვა კანონპროექტის ჩამოყალიბებამდე, ქობულიამ უპასუხა, რომ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობდა, თუმცა სავარაუდოდ, საკმარისი არ აღმოჩნდა.

მინისტრი არ იზიარებს დეპუტატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონპროექტია.

„ვერ მივიღებ ამ მოსაზრებას. ეს ძალიან რთული საკითხია, რამ მოახდინა არჩევნების შედეგზე გავლენა“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს