მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა თავის პიარკამპანიაში ჩართო, მძარცველობის სქემის ნაწილია და ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით აშანტაჟებს

მამუკა ხაზარაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავის პიარკამპანიაში ჩართო, ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილია და ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით აშანტაჟებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა. ამით სააკაშვილი გამოეხმაურა, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხაზარაძეს არ აქვს უფლება ისაუბროს იმ ადამიანების სახელით, ვინც მისი ბიზნესის წარმომადგენელია. მისივე თქმით, ხაზარაძე ლაპარაკობს ბანკის თანამშრომლების სახელით, რომლებსაც, კაპიკებად მონებივით ამუშავებს.

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცავს საქართველოს, მათ ერთი მილიონი ადამიანი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით.

ხაზარაძე რატომღაც ლაპარაკობს თავისი ათასობით თანამშრომლის სახელით, მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ლარს ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს, კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ აქვს თავხედობა, ილაპარაკოს, რომ მათ უნდა მისცენ ხმა ისე, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე, ვაპირებ, რომ მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, ფინანსური სანქციები მიიღოს ხაზარაძის მიმართ. ეს საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება, საკუთარი თანამშრომლების საკუთარი პოლიტიკურ მონებად და საკუთარი მიზნებისთვის განხილვა. დიდ პატივს ვცემ „თიბისი ბანკის“ თანამშრომლებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მათგანმა მისცა ხმა ცვლილებას და ამ განცხადების შემდეგ კიდევ მეტად მისცემენ ხმას განახლებას, ნამდვილ ბიზნესს, ნამდვილ განვითარებას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა.ხაზარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი.

იხილეთ ვიდეო: ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის - სააკაშვილი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის