შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში არაერთგზის ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ი. ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს "ალიენს ვაპერ"-ის კუთვნილ ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდა, ნოუთბუქი და 12 ცალი ელექტრო სიგარეტი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ი.ს. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.