მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 7 ნოემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს

მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 7 ნოემბერს შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება“ და სწორედ აღნიშნული საკითხია შეკრების მთავარი თემა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს! დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს, ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება. სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერის საბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედ, საარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღით - ამომრჩევლის ხმით. არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება! მე ვიცავ თავისუფლებას!“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: დავით მაღრაძე, კოკა გუნცაძე, გიორგი ხაინდრავა, კოტე ჯანდიერი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მამუკა მიქელაძე, თემურ ნანეიშვილი, . დაჩი ცაგურია, ვანო კიღურაძე, ქეთი დუმბაძე, დავით უჯმაჯურიძე, თაზო გამცემლიძე, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ზერეკიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი აბდალაძე, აკა დუმბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გია გაბრიჭიძე, ლევან ჯაფარიძე, ქეთი ჟორჟოლიანი, ნუცა აბაშიძე, ნინო ჭანტურია, სერგი შუღაროვი, ლევან კობალაძე, ლევან მაჭარაშვილი, მალხაზ თოფურია, თემურ რადიანი, ირაკლი ჭანტურია, კობა დავითაშვილი, გიორგი უძილაური, კობა გოცირიძე, გოჩა გუგუნავა, ლაშა გიორგაძე, თამარ სანოძე, ირაკლი ყაჭიური, თეა გაბადაძე, ნინო სუთიძე, რომა შაქარიშვილი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის