SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს

მაღალმთიან აჭარაში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონზე კვლავაც ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად რჩება. აქ სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება, ხოლო უხვი თოვლი და ბუნებრივი ლანდშაფტი კურორტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“, რომელიც კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ მდებარეობს და სტუმრებს Ski In & Ski Out შესაძლებლობას სთავაზობს, მიმდინარე სეზონზე გაფართოვდა. სასტუმრომ ახალი შენობა გახსნა, რომელიც 89 თანამედროვე ნომერს, სპას, აუზს, რესტორანს, ბარს, სატრენაჟორო დარბაზს, საკონფერენციო სივრცესა და ბავშვთა გასართობ ზონას აერთიანებს.

ზამთრის სეზონის მიწურულს სასტუმრო სტუმრებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს - 2 ღამე 2 სტუმარზე 250 დოლარის ეკვივალენტი ლარში. პაკეტი მოიცავს საუზმეს, უფასო სპა პროცედურას ორივე სტუმრისთვის ახალ გახსნილ სპა ცენტრში The Garden Spa & Wellness და უფასო სასრიალო აღჭურვილობას.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს ორ დახურულ საცურაო აუზს, ორი ტიპის საუნას, ღია ტერასაზე განთავსებულ ცხელი წყლის ჯაკუზებს, სატრენაჟორო დარბაზს, ბილიარდს და ბავშვთა გასართობ სივრცეებს.

გოდერძი ზღვის დონიდან 2025-2330 მეტრზე მდებარეობს და შავ ზღვასთან სიახლოვის გამო განსაკუთრებული თოვლიანობით გამოირჩევა. სწორედ ეს პირობები ქმნის იდეალურ გარემოს როგორც კლასიკური სრიალისთვის, ისე ფრირაიდისა და გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისთვის.

კურორტი აქტიური დასვენებისთვის ზაფხულშიც საინტერესო მიმართულებაა - სტუმრებს აქ ელოდებათ ალპურ ზონებში ლაშქრობა, ცხენით გასეირნება, სამთო ველოსპორტი და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის - მწვანე ტბის მონახულება.

სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ სტუმრებს ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა