სერგო რატიანი - ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს და მოხდეს კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი

„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თბილისსა და რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის წევრები, დღეს, გლდანის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარტია მუშაობს იმისთვის, რომ დამარცხდეს ივანიშვილის კანდიდატი და კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს. „საზოგადოებას უკვე მოეხსენება, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძე და შესაბამისად „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით ჩვენს პარტიულ ორგანიზაციებს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს და მოხდეს კორუმპირებული რეჟიმის დემონტაჟი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს