ზაზა ხუციშვილი - მოსახლეობას ავუხსნით, რა შეიძლება მოყვეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვებას

ავუხსნით მოსახლეობას რა შეიძლება მოყვეს არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

„შედეგი, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე, ჩვენთვის არის საფუძველი იმისა, რომ გამოვიტანოთ დასკვნები, თუ რატომ არის განაწყენებული "ქართულ ოცნებაზე" საზოგადოება, მაგრამ პირადად მე ვერანაირად ვერ გავთვლიდი, რომ ეს მხარდაჭერა წავიდოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაზე. ვფიქრობდი, რომ ხმები თანაბრად გადანაწილდებოდა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებაში დიდ საფრთხეს ვხედავ. ჩვენი კამპანია იქნება უფრო აქტიური და გეგმაზომიერი", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ჯერ კონკრეტული გეგმები არ აქვს, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მეტი საინფორმაციო კამპანია იქნება, მეტად ღრმად იქნება შესწავლილი მოსახლეობის პრობლემები და მეტ კითხვებს გაეცემა პასუხები.

ხუციშვილის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება, თუმცა პირადად მას მოსახლეობასთან შეხვედრები აქამდეც ინტენსიურად ჰქონდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს