დავით სერგეენკო - მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსი მაღალია

ვფიქრობ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსი მაღალია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ის, რაც პირველ ტურში მოხდა, ერთი მხრივ, დასაფიქრებელია, ხოლო მეორე მხრივ, იმის დადასტურებაა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.

"ის, რაც მოხდა არჩევნების პირველ ტურში, რომ განსხვავება 1%-ზე ნაკლები იყო, ერთი მხრივ, დასაფიქრებელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დადასტურება იმისა, რომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსები მაღალია,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჟურნალისტების კითხვაზე, "ქართული ოცნების" ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია იყო თუ არა შეცდომა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მას ამის შეფასება გაუჭირდება.

„ჩემთვის მართლაც რთულია ამისი თქმა. 2012 წლის ბევრი მიღწევიდან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო მღელვარების გარეშე. გარდავალ ეტაპზე რაღაც დოზით კოჰაბიტაცია, ალბათ, საჭირო იყო, თუმცა ეს შეცდომა იყო თუ არა გამიჭირდება შეფასება, იმიტომ, რომ ის 6 წელი, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, ჩემი დროის პრაქტიკულად 100% მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას,"- აღნიშნა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე