გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, დაკითხვაზე იმყოფებიან

ამ წუთებში შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის მამა მიხეილ ბერიაშვილი.

მასთან ერთად პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დეტალებზე აქვს კითხვები გამოძიებას.

პოლიციის შენობასთან იმყოფება მოკლული გოგონას პაპა ხვიჩა ბერიაშვილი.

მისი განცხადებით, ოჯახს იმ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, რაც სავარაუდოდ, ბრალდებულმა გადაიღო.

„მე აუცილებლად მინდა გამომძიებელთან შეხვედრა. გვაქვს ინფორმაცია, რომ როდესაც ნებიერიძემ ჩემი ძმის შვილიშვილი მოიტაცა, მკვლელობამდე გარკვეული ვიდეოები გადაიღო. სწორედ ამ კადრების ნახვა მინდა. მანამდე აქედან არ წავალ“, - განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო" - გორში მოკლული 8 წლის გოგონას პაპა სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება