პრემიერ-მინისტრი ოპონენტების მიერ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის არჩევნებთან დაკავშირებას უპასუხისმგებლობად აფასებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპონენტების მიერ სოციალურად დაუცველი 16-წლამდე ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის არჩევნებთან დაკავშირებას უპასუხისმგებლობად აფასებს. როგორც მთავრობის მეთაურმა შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა, ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ეს ვალდებულება მან Unicef-ის კვლევის შემდეგ, პაღლამენტში მთავრობის დამტკიცებისას აიღო. მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახასოვს, რომ Unicef-ის კვლევის შემდეგ მე ავიღე ეს ვალდებულება პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას და ჩვენ ეს გავაკეთეთ. როდის უნდა გაგვეკეთებინა ეს, თუ არა მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ახალი ბიუჯეტის განხილვა და მისი პარამეტრები შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი პოლიტიკური მიდგომის ნაწილია. ჩვენ სოციალურ პოლტიკას დავაკორექტირებთ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს რესურსი გამოჩნდა, ვინაიდან ეკონომიკის ზრდა თავდაპირველ ბიუჯეტში დაგეგმილზე მაღალი იყო და შემოსავლის მობილიზაციამაც მოსალოდნელ მაჩვენებელს გადააჭარბა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა