პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - მოვითხოვთ, კობა დავითაშვილმა ცილისწამებლური განცხადებები უარყოს და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით

ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის სარჩელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ.

„კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში", - განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა იმართება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს