დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ვაქცინაცია. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის ცირკულირებს რინო ვირუსები.

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო ვირუსები, რაც იწვევს გრიპის მაგვარ დაავადება, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ცირკულირებს ვირუსები, რაც იწვევს გრიპის მაგვარ დაავადებას, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა