ეკა გიგაური - ცხადია, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო მოხდა

ცხადია, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებისა და არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო მოხდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და საგამოძიებო ორგანოებმა სწორი კვალიფიკაცია მისცეს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

„ცხადია, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებისა და არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო მოხდა. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, რა საქმეზე დაიკითხა იგი, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ დაკითხვა თორდიას ცემის ფაქტზე მოხდა. მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და საგამოძიებო ორგანოებმა სწორი კვალიფიკაცია მისცეს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. კერძოდ, ეს სავარაუდოდ იყო მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენელზე მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ გამოძიება შეეცდება დაამტკიცოს, რომ ეს რიგითი ჩხუბი იყო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ფაქტები, სადაც სავარაუდოდ, ფარცხალაძე ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება არც კი დაწყებულა, მაგალითად: ლევან ყიფიანის ცემის ფაქტი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული სავარაუდო კორუფციის ფაქტი და სხვა“, - განაცხადა გიგაურმა.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ეკა გიგაური - ცხადია, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო მოხდა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი