კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - XI“ მეთერთმეტედ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციული, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - XI“ მეთერთმეტედ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის ძირითადი თემა პედიატრიის აქტუალური საკითხები იყო. წლევანდელ სესიაზე წინა წლებისგან განსხვავებით საჯარო მსჯელობის საკითხი იმუნოდეფიციტები გახდა.

„კონფერენციის ორგანიზატორი და თავმჯდომარე იყო მედინიცის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა, რომლის 70 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციაზე მისი მოღვაწეობის შესახებ ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

ბავშვთა და მოზართა მედიცინის კონფერენციის დასკვნითი სესია 4 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა სახელწოდებით - „I სამეცნიერო კონფერენცია პირველად იმუნოდეფიციტებზე“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციას უმასპინძლა ჰოსპიტალმა “მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი”.

„თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი თინათინ ჩიქოვანის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოს ექიმებს საშუალება ექნებათ, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ და თავად მოუსმინონ პროფესორებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, იმუნოდეფიციტებზე კონფერენცია პირველად, იმუნოდეფიციტების ევროპის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია