პროკურატურა - ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც დაიკითხება

აღარ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშრებითაც მოხდება, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოიკითხება ყველა ის პირი და მოპოვებული იქნება ყველა საჭირო მტკიცებულება, რაც „ომეგა ჯგუფის“ საქმის გახსნას შეუწყობს ხელს.

„ოთარ ფარცხალაძეს, მოგეხსენებათ, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ იგი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშრებით ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს