რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი  „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შერწყმას არ გამორიცხავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ტერორისტული ორგანიზაციების „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ შერწყმა არ გამორიცხა. ამის შესახებ ნიკოლაი პატრუშევმა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რეგიონალური ფილიალების საფუძველზე ქსელურ საორგანიზაციო მოდელზე გადასვლამ „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობა შესაძლოა აიძულოს „ალ-ქაიდასთან“ გაერთიანება მოახდინოს. „ალ-ქაიდა“ ასევე დაინტერესებულია ძალებისა და საშუალებების მიღებაში აქტიური ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად“, - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ამგვარი ალიანსის შექმნა მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

„აღნიშნულის შედეგად ეს ორი ტერორისტული ორგანიზაცია უფრო ეფექტურად შეძლებს თავისი რეგიონალური ფილიალებისა და აფილირებული სტრუქტურების მართვასა და კონტროლს“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა