გია ვოლსკი - ყველანაირი საუბარი, რომ მამუკა ბახტაძე ან სხვა პარტიული ლიდერები იქნებიან დათხოვნილი და გადაყენებული, არის დისონანსის შემოტანის მიზნით წამოწყებული

ყველანაირი საუბარი, რომ მამუკა ბახტაძე ან სხვა პარტიული ლიდერები იქნებიან დათხოვნილი და გადაყენებული, არის დისონანსის შემოტანის მიზნით წამოწყებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მთავრობაში ცვლილება არ ნიშნავს მისი თავმჯდომარის ცვლილებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტიაში მდივნების დონეზე ცვლილების განხორციელებასაც გამორიცხავს, თუმცა მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში საკადრო ცვლილებები არ დააყოვნებს, მათ შორის არც მთავრობაში. მისი თქმით, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმაში არ ჩაჯდება, პარტიაშიც და მთავრობაშიც შეიცვლება.

„ყველანაირი საუბარი, რომ მამუკა ბახტაძე ან სხვა პარტიული ლიდერები იქნებიან დათხოვნილი და გადაყენებული, არის ერთადერთი მიზნით წამოწყებული, რომ რაღაცა დისონანსი შემოიტანონ. მთავრობაში ცვლილება არ ნიშნავს მისი თავმჯდომარის ცვლილებას. მთავრობა უშველებელი სტრუქტურაა, დაბლიდან დაწყებული, დამთავრებული მაღალ რგოლებზე. აქ არის ცვლილებზბე საუბარი. ნუ აჰყვებით ამ სხვადასხვა მითქმა-მოთქმას.

მდივნების ცვლილებაზე არანაირი საუბარი არ არის. ეს არის ვიღაცის მოგონილი ნარატივი რომ შეიტანონ რაღაც დისონანსი გუნდში. თუკი საჭირო იქნება, რასაკვირველია, საკადრო ცვლილებებიც არ დააყოვნებს, თუნდაც იმ ვერტიკალის გასაძლიერებლად, რასაც პარტიული მართვა ჰქვია. აქედან გამომდინარე არაფერი გამორიცხული არ არის. მდივნებთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული იმიტომ, რომ შესანიშნავი ადამიანები არიან. ვფიქრობ, რომ პარტიაში საკადრო ცვლილებები ნორმალური ამბავია და თუნდაც მთავრობაში რომ მოხდეს, არც ამას გამოვრიცხავთ. მთავარია ის, რაც დაგეგემილია. ამ გეგმაში ვინც არ ჩაჯდება, გინდა პარტიაში, გინდა მთავრობაში, იქნება შეცვლილი,”- განაცხადა გია ვოლსკიმ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ყოფილა მასთან რაიმე სახის მოლაპარაკება, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „თანაგუნდელებთან მოლაპარაკება არავის სჭირდება იმისათვის, რომ თავის ადგილზე იმუშაონ.“

„ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ვაფასებ, ჩემი მეგობარია. ნიჭიერი, ენერგიული ადამიანია და თუკი ჩაერთვება ამ თემაში, რატომაც არა. ჩვენი თანაგუნდელები არიან ჩვენი თანაგუნდელები და არავის მოლაპარაკება არ სჭირდება იმისათვის, რომ თავის ადგილზე და მისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებზე იმუშაოს. ირაკლი ღარიბაშვილი და ბევრი სხვა იქნება იმ ჯარისკაცად, როგორც ყოველთვის მოიაზრებოდნენ ქართულ ოცნებაში,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი