იაშვილის  სახელობის ბავშვთა  ცენტრალური  საავადმყოფოს  ექიმთა  გუნდი  უფასო კონსულტაციებს  ახალციხის  რეფერალურ ჰოსპიტალში  ჩაატარებს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა გუნდი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, 9 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს, ვიზიტის მანძილზე ნევროლოგები პროფესორ თეონა შათირიშვილი, ნევროლოგი ნინო დიხამინჯია, ნევროლოგ-ეპილეფტოლოგი ეკა გამცემლიძე, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი მზია ქავთარაძე კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.

მათი ინფორმაციით, ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ქირურგი ზვიად ბულისკერია, ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე, კარდიოლოგი მზია კელენჯერიძე, ალერგოლოგი ლალი საგინაძე, ოფთალმოლოგი ხათუნა ჯაყელი, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე.

ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, საჭიროებისამებრ პაციენტებს უფასოდ გადაუღებენ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით.

9 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 საათზე დაიწყება.

კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა 574154510, 598609760 .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა