დავით ნარმანია - ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიხსენებ იმ მძიმე წელს და იმ მძიმე დღეს, რასაც 7 ნოემბერი ერქვა

ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიხსენებ იმ მძიმე წელს და იმ მძიმე დღეს, რასაც 7 ნოემბერი ერქვა, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ რუსთაველის თეატრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ის წვლილს შეიტანს ქვეყნის სწორ სვლაში. ამასთან, ნარმანიამ აღნიშნა, რომ „ძველი გვარდიის" რიგები არასოდეს დაუტოვებია.

„მე ვარ საზოგადოება "თბილისელის" წევრი და როგორც ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, დღესაც ვიღებ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიხსენებ იმ მძიმე წელს და იმ მძიმე დღეს, რასაც 7 ნოემბერი ერქვა და მეორე მხრივ, ვაკეთებთ არჩევანს იმის სასარგებლოდ, რომ ასეთი რამ არასდროს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორი სვლა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 6 წლის განმავლობაში მიდის, გაგრძელდება და მე ჩემ წვლილს შევიტან ამის გაკეთებაში. მე 2011 წლის ბოლოდან ამ გვარდიის წევრი ვარ და არასდროს დამიტოვებია გვარდიის რიგები,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა