თამაზ მეჭიაური - მზად ვარ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“და­ვეხ­მა­რო - მიმაჩ­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გულწრფე­ლი იყო, როცა ძველი შეცდომები მოინანია

თიანეთის მერის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, ის მზად არის, მმართველ პარტიას დაეხმაროს. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა AMBEBI.GE-ს განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, მხო­ლოდ რამდენი­მე პი­როვ­ნე­ბას ჰქონ­და ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მის­თვის ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა, რაც კონკრეტული პირების ინტერესებზე იყო მორგებული.

"მზად­ყოფ­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვამ­დეც გა­მოვ­თქვი - მზად ვარ და­ვეხ­მა­რო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ვარ მოქ­მე­დი მერი, მარ­თა­ლია ოპო­ზი­ცი­ი­დან არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მი­წევს მთავ­რო­ბას­თან თანამშრომ­ლო­ბა და მათი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­მი­ჭირ­დე­ბა იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა რე­გი­ონს. არ მაქვს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო მთავ­რო­ბას, რად­გან ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც და­მი­ყე­ნე­ბია მხარ­და­ჭე­რი­ლი ყო­ფი­ლა და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გულ­წრფე­ლი იყო, როცა მო­ი­ნა­ნია ძველი შეც­დო­მე­ბი. რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წა­ვი­და, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბას ჰქონ­და ექსკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მის­თვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. როგორც ჩანს, ხში­რად ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იყო სუ­ბი­ექ­ტუ­რი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ინტერესე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი მმარ­თვე­ლი პარ­ტია მი­იყ­ვა­ნა ამ შე­დე­გე­ბამ­დე, რაც გვაქვს. კარ­გია, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა დას­კვნე­ბი სწო­რად გა­ა­კე­თა და და­სახ­მა­რებ­ლად „ძველ გვარ­დი­ას“ უხ­მობს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ იგი ამა­ში გულ­წრფე­ლი იყო და შე­ეც­დე­ბა შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. თუ ასე არ მოხ­და, მას აღა­რა­ვინ და­უ­ჯე­რებს და ეს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზეც აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თამაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ