სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯიანის მოქალაქის გ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 11 791.98 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროსა (229.59 გრამი) და ვერცხლის (1.800 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ხოლო, საქართველოს მოქალაქეს მ.ა-ს დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (1822.44 გრამი) ასევე, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა.

უწყების ცნობით, ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა