კამპანიის „გაუფრთხილდი შენს უბანს“ ფარგლებში, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში მარადმწვანე ხეები დაირგო

ისნის რაიონის გამგეობა კამპანიას - „გაუფრთხილდი შენს უბანს“ განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ნავთლუღში, არტურ ლაისტის ქუჩაზე N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენ მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გავმართავთ, რათა მოსახლეობაში, საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვის სურვილი გავაჩინოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა გამწვანებული ტერიტორიის კეთილმოწყობასაც გეგმავს. კერძოდ, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში სპორტული მოედანი მოეწყობა, დაიდგმება საბაღე სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

„გაუფრთხილდი შენს უბანს“ მიზანი რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.

კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა