ლევან ბერძენიშვილი - როგორც ჩანს კვირიკაშვილმა  ივანიშვილის განცხადება გაიგო ისე, რომ დაჭერის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის  ინდულგენცია

როგორც ჩანს გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება ისე გაიგო, რომ ნაცვლად იმისა, რომ დაიჭირონ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის ინდულგენცია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერილი იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე მოისურვა.

„გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება ასე გაიგო, რომ ნაცვლად იმისა, რომ დაიჭირონ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის ინდულგენცია. მიუხედავად ამისა ყველაზე ნაკლები შეკითხვა მაგ კაცთან გვაქვს. მაგრამ თუ ჩაერთვება ის პოლიტიკურად, ზუსტად იმაში ჩაერთვება, რაშიც სხვები არიან ჩართული - უპერსპექტივო და ცუდ საქმეში, რადგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სირცხვილი გახდა, იმიტომ, რომ კანდიდატი, რომელიც ხალხს ემალება და რომლის უზრდელობამ მთელი მსოფლიო გააოცა, არ შეიძება მხარდაჭერილი იყოს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყველას ყველაფერს გაპატიებთ, ოღონდ მოდი ახლა სალომე ზურაბიშვილმა მოიგოსო“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა. მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე არჩია და არც ახლა აპირებს პოლიტიკურ აქტივობას“, თუმცა მხარს უჭერს ფასეულობებს, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ფასეულობები გადასარჩენია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა