ოლეგ იაძე - ჩემზე არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან, უთქვამთ უწიგნურიაო, არადა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული

ბატონმა ბიძინამ მოგვაშორა სატანა. მაგ კაცის გარდა ეს არავის შეეძლო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ განაცხადა.

ყოფილმა გამგებელმა გადაცემაში ბიძინა ივანიშვილზე, ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დატოვა დაკავებული თანამდებობა და აღნიშნა, რომ მის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან არასწორი ინფორმაცია ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას მიჰქონდათ.

„ბატონმა ბიძინამ მოგვაშორა სატანა. მაგ კაცის გარდა ეს არავის შეეძლო. საპატრიარქოც კი ვერაფერს უშვრებოდა მიხეილ სააკაშვილს. 200 ათასიანი მიტინგები დაუშლია მას და ვერაფერს უშვრებოდნენ. ბიძინა ივანიშვილი ამის შემდეგ ერთი წელი იყო ხელისუფლებაში, მერე ადგა და კაცურად წავიდა. ის აღარ ერეოდა პოლიტიკაში.

მე თავი მქონდა გადადებული და ქუჩაში ვებრძოდით ამ ხალხს. მე „გამაფუჭა“ ნაძირალა უსუფაშვილმა, 10 სანტიმეტრიანი მკლავები რომ აქვს. მაგას ჰყავდა კასპში პარტიის ბინძური ხელმძღვანელი და მას სურდა, რომ კასპში ის გამეხადა საკრებულოს თავმჯდომარე. ეს ვერ ვაკადრე კასპს. ამის გამო მოხდა დაპირისპირება. „რესპუბლიკელებმა“ იძალადეს მაშინ. მე შემებრძოლა ალასანიაც და მას სურდა იქ თავისი პირის დანიშვნა. მე ვინც მებრძოდა, ერთიც აღარ არის არც ცენტრში და არც რაიონში. მათ „გამაფუჭეს“ და ჩემზე არასწორი ინფორმაცია მიჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემზე უთქვამთ უწიგნურიაო, არადა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული.

როდესაც მომხსნეს, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და მან უკვე ყველაფერი იცოდა. მან მითხრა, რომ არასწორი ინფორმაციები მოდიოდა ჩემთანო. ასეთი არასწორი ინფორმაცია დღესაც მიდის ივანიშვილთან“, - განაცხადა ოლეგ იაძემ.

ამასთან, კასპის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ ფიგურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ყველა მონაცემი ჰქონდა, რომ ძლიერი პოლიტიკოსი გამხდარიყო.

„ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს არ გამიცნია. სამბოს ძირითადად „ქართუ“ აფინანსებდა და მე მას კარგად ვიცნობდი. ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ჩემი მეგობარია. ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტობრივად გარემოცვამ გააფუჭა. მას ყველანაირი მონაცემები ჰქონდა, რომ ძლიერი პოლიტიკოსი დამდგარიყო - განათლებაც და ცოტა სიხისტეც. თუ დამნაშავე ნაციონალები გვარდებიან, რატომ არ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც რაღაც შეცდომა... რატომ არ შეიძლება ღარიბაშვილი? მუხედავად იმისა, რომ მის გარემოცვას ჩემს „გაფუჭებაში“ დიდი წვლილი მიუძღვის, მე მასზე ნაწყენი არ ვარ“, - აღნიშნა ოლეგ იაძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტი დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ის „ქართული ოცნების“ ოფისში აღარ უნახავს.

იხილეთ ვიდეო: "ბიძინა რომ არ ერეოდა, მე და ჩემნაირები ბატონი ბიძინასგან მაგას ვითხოვდით" - ოლეგ იაძე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია