გიორგი ვაშაძე - ამომრჩეველთა სიები დალუქვის ნაცვლად ამოღებულია, ლუქები გახსნილია და გადატანილია სუს-ში

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ამომრჩეველთა სიები ნაცვლად დალუქვისა, ამოღებულია, ლუქები გახსნილი და გადატანილია სუს-ში.

როგორც „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არ იყო არჩევნებზე მისული, რომ მისი ხმებით იმანიპულიროს.

„სამაგიდო სიები, რომლებიც უნდა იყოს დალუქული, შენახული და შემდეგ უნდა განადგურდეს, რადგან შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, თითქმის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და ჩვენი ინფორმაციით, წაიღეს სუს-ში მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა. მაგალითად, კრწანისის ოლქში. ამ ყველაფერზე პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს უნდა ჰქონდეს რეაგირება, რადგან საქმე გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გავრცელებასთან, ხოლო ცესკო-მ უნდა გადააყენოს ყველა იმ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ვინც ამ მაქინაციას და კანონდარღვევას ჩადის. ყველა ამ ტიპის დოკუმენტზე ლუქის გახსნაც კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე. რისთვის სჭირდებათ ამ სამაგიდო სიების გახსნა?! უნდათ დაადგინონ ადამიანები, ვინც არ იყო მისული არჩევნებზე, რომ მათი ხმებით მოახდინონ მანიპულირება. მივმართავთ „ქართული ოცნების“ შტაბს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - არაფერი არ გამოგივათ ხალხნო, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერს ვიგებთ, მათ შორის თქვენი შტაბიდან გვაწვდიან ინფორმაციას. მინდა მივმართო სუს-ს, აუცილებლად გაუქმდებით ამ არჩევნების შემდეგ, რადგან თქვენ ხართ პოლიტიკური პოლიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა აღნიშნული დოკუმენტაცია მიტანილი იქნება ცესკო-ში და ოპოზიცია აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" არჩევნების გაყალბების ახალ სქემაზე საუბრობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა