დავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა

რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, მნიშვნელოვანი იყოს, არ ვუყურებთ პაციენტის პარტიულ კუთვნილებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მინისტრის მოადგილეს, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი სთხოვს საარჩევნოდ ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა დაფინანსდეს, რადგან ის ამით გარკვეულ ხმებს მოიპოვებს.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი თავად არის და იქ პაციენტების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება მათი დაფინანსება.

„სახელმწიფო პროგრამების და საყოველთაო ჯანდაცვის გარდა არსებობს ე.წ. რეფერალური, ანუ ინდივიდუალური დახმარების პროგრამა, სადა ბევრი თხოვნა შემოგვდის და სხვადასხვანაირი ფორმულირებით. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვადასხვა თემებთან. კომისია, რომელიც 10 დღეში ერთხელ იმართება, განიხილავს ამ პაციენტების დახმარების შესაძლებლობას და მოთხოვნილი თანხა აღემატება 7-8-ჯერ იმ ბიუჯეტს, რაც გვაქვს. ამ კომისიის ხელმძღვანელი ვარ მე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ კომისიის განხილვას დაესწროთ. განხილვისას გრაფა, სადაც პაციენტების გვარები წერია, იკეცება და კომისია უყურებს მხოლოდ დიაგნოზს და საჭიროებებს. რა ფორმულირებით გამოაგზავნის ესა თუ ის ადამიანი თხოვნას დახმარების შესახებ, არამგონია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყოს იმიტომ, რომ მართლა არ ვუყურებთ პაციენტს, მითუმეტეს, მათ რაღაც პარტიულ კუთვნილებას“,- განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: დაფინანსდა თუ არა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ერთ-ერთი პაციენტის მკურნალობა? - დავით სერგეენკოს პასუხი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს